ფეხბურთი

15:58 | 25.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიას" ოქროს ქულები უშუალო კონკურენტთან

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მატჩი გადარჩენისთვის მებრძოლ „ჩიხურასა“ და „სამტრედიას“ დაპირისპირებით გაიხსნა.

იმერული დერბი როგორც მოსალოდნელი იყო უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა, რადგან ორივე გუნდისთვის ახლა თითოეულ ქულას ოქროს ფასი ადევს. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

87-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაშა თოთაძემ უნაკლოდ შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

„სამტრედიამ“ 16 ქულა დააგროვა და დიდი ხნის შემდეგ პლეი-აუტის ზონა დატოვა. „ჩიხურა“ კი 6 ქულით ისევ ბოლოსწინა ადგილზეა და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

„ჩიხურა“ – „სამტრედია“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 თოთაძე (87, პენ)

0.116027