ნიკოლოზ ბასილაშვილის წარუმატებელ სერიას ბოლო არ უჩანს. ქართველი ჩოგბურთელი ვენის ტურნირიში ჩაება, სადაც პირველივე შეხვედრაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ნიკოლოზის მეტოქე რეიტინგის 104-ე ნომერი, სლოვაკი ნორბერტ გომბოსი იყო და ქართველმა სეტიც ვერ მოიგო. დაპირისპირება საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელიც ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც სლოვაკმა 7:2 იმარჯვა და შედეგად, სეტი 7:6 მოიგო. მეორე სეტში კი გომბოსმა ქართველ მეტოქეს ადვილად, 6:2 აჯობა.
შედეგად, ბასილაშვილი ზედიზედ მეცხრედ დამარცხდა, თან ისე, რომ ამ 9 შეხვედრაში ერთი სეტიც კი არ მოუგია... აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა ყველა ზემოხსენებული მარცხი კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების შემდეგ განიცადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ნორბერტ გომბოსი 0:2 (6:7, 2:6)