ფეხბურთი

21:29 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ფეხბურთელები "ელ კლასიკოში" გამარჯვებას იმსახურებენ"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანისთვის შაბათს გასამართი "ელ კლასიკო" მწვრთნელის რანგში პირველი იქნება. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალთან" შეხვედრამდე პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ განსაკუთრებული შეხვედრა ელოდება.

"ეს შეხვედრა დანარჩენებისგან გასხვავდება. "ელ კლასიკოზე" ყოველთვის გრძნობ ზეწოლას, მაგრამ დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და შეჩვეული ვარ ამ წნეხს." - ციტირებს "ბარსას" ვებგვერდი კუმანის სიტყვებს.

რონალდმა ასევე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ჩასატარებელ შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ "ეს თამაში უცნაური იქნება, რადგან სახლში ატარებ ასეთი ტიპის მატჩს გულშემატკივრები ყოველთვის მეთორმეტე მოთამაშეა. იმედია, მალე ჩვენი მხარდამჭერები სტადიონს დაუბრუნდებიან."

კუმანს ჯერჯერობით არ დაუსახელებია სასტარტო შემადგენლობა, თუმცა აღნიშნავს, რომ მოედანზე ყოველთვის საუკეთესო გუნდი გაყავს და ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ჟორდი ალბაც დაუბრუნდა გუნდს და ჯერჯერობით კუმანს არ გადაუწყვეტია ითამაშებს თუ არა ესპანელი ამ შეხვედრაში.

მეტოქეზე საუბრისას კუმანმა განაცხადა, რომ მიუხედავად "რეალის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა, ეს არაფერს ნიშნავს და გუნდი არასწორად არ უნდა შეფასდეს.

"რეალმა" შესაძლოა გასულ მატჩებში საკუთარი თავს საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან სუსტად ითამაშებენ. მადრიდის "რეალი" გამოცდილი გუნდია და მაღალი სათამაშო დონეა საჭირო ამ მატჩის მოსაგებად. ველოდები, რომ "რეალი" უფრო შეკრული იქნება და თავისუფალ ადგილებს არ დაგვიტოვებს."

რონალდ კუმანმა ტავის გუნდზე განაცხადა, რომ ფეხბურთელები მოგებას იმსახურებენ, რადგან "ყოველდღე კარგად ვარჯიშობენ და მატჩების მოგება ნიშნავს, რომ საქმე გუნდში სწორად მიდის."

"ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირება 24 ოქტომბერს თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

0.117064