ფეხბურთი

20:52 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად იაზიჯი დაასახელეს

თურქეთის ეროვნული ნაკრების და "ლილის" შემტევი ნახევარმცველი იუსუფ იაზიჯი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი რაუნდის მატჩების შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პრაღის "სპარტასთან" სტუმრად მოგებულ (4:1) შეხვედრაში 23 წლის ფეხბურთელმა სამი გოლის გატანა მოახერხა და მისი ლიდერობით "ლილი" "მილანთან" ერთად ჯგუფში გალიდერდა. იუსუფი ფრანგულმა კლუბმა 2019 წელს "ტრაბზონსფორიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში იაზიჯმა 7 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა.

0.127282