ფეხბურთი

2:37 | 23.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას დებიუტი "ოვიედოში"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი აბურჯანიას დებიუტი ესპანურ „ოვიედოში“ შედგა. ლა ლიგა 2-ის მეშვიდე ტურში ქართველ ფეხბურთელის თავის გამოჩენის შანსი „რაიო ვალეკანოსთან“ მიეცა.

თამაში უგოლოდ დასრულდა, გიორგი კი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. 81-ე წუთზე ჩვენებური პერუს ნაკრების მცველის, ლუის ადვინკულას წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის გააფრთხილეს. სხვათა შორის, შემდეგ მან კიდევ ერთხელ იუხეშა, მაგრამ მეორე გაფრთხილებას გადაურჩა.

ასეა თუ ისე, აბურჯანიას დებიუტი „ოვიედოში“ როგორც იქნა შედგა და ალბათ, ეტაპობრივად უფრო მეტ სათამაშო დროსაც მიიღებს.

„ოვიედო“ ლა ლიგა 2-ში 7 ტურის თავზე 7 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, სტუმრად „ლეგანესთან“ ჩაატარებს.

0.110853