ყაზახეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ მორიგი გოლის გატანა მოახერხა. ქართველი ფეხბურთელის „კაისარი“ შინ „შახტიორ ყარაგანდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ლობჯანიძემ საჯარიმოში თანაგუნდელის კარგი გადაცემით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილას გატანა არ გასჭირვებია. 28 წლის შემტევმა გოლი მატჩის 55-ე წუთზე მიითვალა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„კაისარს“ ყაზახეთის ჩემპიონატში 20 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზე იმყოფება, რაც შეეხება ელგუჯას, მან ჩატარებულ 12 შეხვედრაში თავი 8-ჯერ გამოიჩინა.