ფეხბურთი

11:52 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა: „იოზილის მიმართ სინდისი სუფთა მაქვს“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ თავისი აზრი გამოთქვა მას შემდეგ, რაც გუნდის გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა, პრემიერლიგის განაცხადში ვერმოხვედრის შემდეგ, გულშემატკივრებს საგანგებო განცხადებით მიმართა.

„ყველა ადამიანს შეუძლია თავისი გრძნობები გამოხატოს. მინდა გითხრათ, რომ მისი განაცხადში ვერმოხვედრა მხოლოდ საფეხბურთო გადაწყვეტილებაა. არაფერი პირადული. იოზილის მიმართ სინდისი სუფთა მაქვს. ყოველთვის სამართლიანად ვექცეოდი. ნორმალურად ვურთიერთობდით.

მას სხვებივით ჰქონდა შანსი მოხვედრილიყო განაცხადში. ვწუხვარ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ შევიყვანეთ ამ სიაში.

0.1137