ფეხბურთი

11:24 | 22.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „ეს არ იყო ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ, მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ“

„აიაქსთან,“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, სტუმრად გამარჯვების შემდეგ (1:0), „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ზუსტად ის მივიღეთ, რასაც ვგეგმავდით. ვფიქრობ, ორივე გუნდს შეეძლო უკეთესი თამაში ეჩვენებინა. მინდორი მძიმე და ტალახიანი გახლდათ. სამი დღის წინ აბსოლუტურად სხვაგვარად გამოიყურებოდა. თამაშის დროს კი საშინელება იყო.

რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, რაც საწყენია. მათაც ძელს მოარტყეს ბურთი. ჯამში კმაყოფილი ვარ, ეს არ იყო ლამაზი ფეხბურთი, მაგრამ მთავარია სამი ქულა მოვიპოვეთ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

0.120881