ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ 4:0 მოუგო. მიუნხენელთა მეკარე მანუელ ნოიერისთვის ეს მე-200 „მშრალი“ მატჩი გამოდგა ბავარიული კლუბის მაისურით.
ამისათვის მას 394 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. ნოიერმა ლეგენდარულ ზეპ მაიერს გადაუსწრო (199 „მშრალი“ მატჩი 651 შეხვედრაში) და კლუბის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა ამ მაჩვენებლით.
პირველზე კი ოლივერ კანია - 247 „მშრალი“ მატჩი 632 შეხვედრაში.