კალათბურთი

17:45 | 21.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მეხუთე ტურის საუკეთესო მოთამაშეა

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მეხუთე ტურის MVP გახდა. გიორგის მარგი ქმედებისკოეფიციენტი ამ ტურში 29 აღმოჩნდა, ისევე, როგორც ხაიმე ეჩენიკეს და ორივემ საუკეთესოს ტიტული მიიღო, რადგან მატზე უკეთესი ინდექსის მაჩვენებელი არავის აღმოაჩნდა.

შერმადინმა მეხუთე ტურში „ფუენლაბრადასთან“ 25 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა.

გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში პირველად დაასახელეს. თუმცა ქართველი დიდებულ ფორმაშია და პრაქტიკულად ყველა მატჩში MVP-ის ტიტულის მოპოვებას ახერხებს.

0.131741