ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ნეიტ მაკმილანი აღნიშნულ პოსტზე ნეიტ ბიორგკრენმა ჩაანაცვლა.
45 წლის სპეციალისტს აქამდე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მხოლოდ ასისტენტად აქვს ნამუშევარი. ის2015-2017 წლების სეზონში „ფინიქსის“, 2018-2019 წლების სეზონში კი „ტორონტოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „რეპტორსმა ნეიტის მუშაობის პერიოდში ჩემპიონობაც მოიპოვა.რაც შეეხება მაკმილანს, 56 წლის ამერიკელი გასულ სეზონში პლეი-ოფში განცდილი მარცხის გამო გაანთავისუფლეს. „ინდიანაპოლისელები“ NBA-ს ფინალისტ "მაიამი ჰიტისთან" სერიაში 4:0 დამარცხდნენ.