სომხეთსა და აზერბაიჯანში როგორც საკლუბო, ისე ეროვნული ნაკრებების მატჩები დროებით აღარ ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო. მიზეზი კი მთიან ყარაბაღში დაზაბული სიტუაციაა.
„დღეისთვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, - ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ბაქოში გასამართ ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის მატჩებს, რომელიც 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი.
რაც შეეხება UEFA-ს ეგიდით გასამართ შეხვედრებს, აღნიშნული ქვეყნების ფედერაციებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საშინაო მატჩებისთვის ალტერნატიული ადგილები დაასახელონ.