ფეხბურთი

11:21 | 20.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

პიკე ხელფასის დაკლებას დათანხმდა

„ბარსელონას“ მცველი, ჟერარ პიკე, კლუბის ხელმძღვანელობას ესაუბრა და ხელფასის დაკლებას დათანხმდა - წერს ესპანური AS.

წყაროს ცნობით, პიკე „ბარსას“ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, ვინც ასეთი ნაბიჯი გადადგა. მანამდე იგივე მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ფრენკი დე იონგმა და კლემან ლანგლემ გააკეთეს. ცხადია, ეს ყველაფერი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისთანაა დაკავშირებული.

დანარჩენი მოთამაშეები ჯერჯერობით თავს იკავებენ ხელმძღვანელობასთან გარიგებაზე წასვლისგან.

შეგახსენებთ, რომ პრიმერას ახალდაწყებულ სეზონში, 4 თამაშის შემდეგ „ბარსელონას“ 9 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-9 ადგილზეა.

0.111838