საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „საბურთალო“ და „დინამო ბათუმი“ დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდი ჩემპიონობისთვის იბრძვის და ქულების ფასი ძალიან დიდი იყო.
მოლოდინისამებრ თამაში დაძაბული გამოდგა. მისი ბედი კი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა და გია გეგუჩაძის გუნდმა უძვირფასესი ქულები მოიპოვა.
„დინამო ბათუმმა“ 26 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ისევ პირველ ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ ლიდერს უკვე 6 ქულით ჩამორჩა, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.
„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ჯიღაური (50)