სხვა

3:22 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და გამარჯვება მოიპოვა. გურამი პოლონელ მატეუშ გამროტს გაეჯიბრა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა - 29:28, 28:29, 29:28.

ქუთათელაძის წაუგებელი სერია გაგრძელდა, მას 5 წელია ბრძოლა არ წაუგია. რაც შეეხება გამროტს, ზედიზედ 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული, მაგრამ ქუთათელაძესთან ვერაფერს გახდა.

როგორც გითხარით, შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და მსაჯებმა საბოლოოდ გამარჯვება ქართველ მებრძოლს მიანიჭეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063981
სარეკლამო ადგილი - 99
X x X