კალათბურთი

2:16 | 18.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 100%-იანი თამაში შეტევაში და MVP-ის მორიგი ჯილდო

გიორგი შერმადინი ახალ სეზონს დიდებულ ფორმაში შეხვდა და „იბეროსტარ ტენერიფეს“ ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კანარიელებმა ლიგა ენდესას მეექვსე ტურში „ჟუვენტუტი“ უმძიმეს ბრძოლაში 86:82 დაამარცხეს, ხოლო შერმადინი პარკეტზე საუკეთესო იყო.

გიორგიმ 28:05 წუთში 16 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, მაგრამ მოედანზე ბადალი მაინც არ ჰყოლია. თავად განსაჯეთ, მან შეტევაში უშეცდომოდ ითამაშა და აბსოლუტურად ყველაფერი ჩააგდო: 3-დან 3 ორქულიანი და 10-დან 10 საჯარიმო. შეტევაში 100%-იანმა თამაშმა მას მარგი ქმედების 25 კოეფიციენტი მოუტანა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა. ამავდროულად, 16 ქულით „ტენერიფეში“ ბომბარდირი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ხუთივე მოიგო, შედეგად, სატურნირო ცხრილის ლიდერია, ხოლო მომდევნო შეხვედრას 25 ოქტომბერს, სტუმრად მალაგას „უნიკახას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.111834