ფეხბურთი

19:34 | 17.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს „კრასნოდართან“ შეხვედრაში (1:3) მოედანი იძულებით დატოვა. ყაზანის „რუბინის“ ძირითადში 19 წლის შემტევი არ ყოფილა, როგორც მატჩამდე ლეონიდ სლუცკიმ თქვა, ის საქართველოს ნაკრებიდან მიკრო ტრავმით დაბრუნდა და ამიტომ, სასტარტოში არ გაამწესა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, 59-ე წუთზე ხვიჩა სლუცკიმ თამაშში ჩართო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაზიანებამ თავი შეახსენა და ჩვენებური 86-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. მან მოედანი თავისი ფეხით დატოვა, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ჯეჯერობით უცნობია რა სახის და რამდენად სერიოზული ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყველაფერი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

0.153008