ბრაზილიელმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ "კრუზეირო" ჩაიბარა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 71 წლის სპეციალისტმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
სკოლარი ბოლოს "პალმეირასს" 2018/2019 წლებში წვრთნიდა და ოლო ერთი წელია არსად მუშაობს. ლუიშ ფელიპე წლების განმავლობაში ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრებებს წვრთნიდა და 2002 წელს მისი თაოსნობით "სელესაო" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. სკოლარი ასევე არის ბრაზილიის ჩემპიონი, კოპა ლიბერტადორესის ორგზის გამარჯვებული და აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი.