ლონდონის "ტოტენჰემის" მტავარმა მწვრთნემა ჟოზე მოურინიუმ განაცხადა, რომ შესაძლოა გარეტ ბეილმა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა მიიღოს. "მამლებმა" ფეხბურთელი მადრიდის "რეალიდან" იჯარის წესიტ 19 სექტემბერს დაიმატეს და მას შემდეგ ბეილი "ტოტენჰემში" მეორე დებიუტის მოლოდინშია.
"შეიძლება კვირას ითამაშოს და თუ ეს არ მოხდება მაშინ ხუთშაბათს მიეცემა შანსი. ძალიან ახლოსაა თამაშის დაწყებასთან. რა თქმა უნდა, მას უნდა თამაში და რაც ჩვენ შემოგვიერთდა მას შემდეგ ამისი სურვილი აქვს, ტუმცა ეს აქამდე ვერ მოხერხდებოდა. ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, კარგად ვარჯიშობს და კარგ ფორმაშია." - განაცხადა პრესკონფერენციაზე მოურინიუმ.