მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების მცველის, სერხიო რამოსის შეძენით 2 ევროპული გუნდი - ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენი“ დაინტერესდნენ.
საქმე ის გახლავთ, რომ რამოსს „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის გახანგრძლივებაზე კი საუბარი ჯერ არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელს მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდული კლუბის დატოვება უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.
ესპანური მედიის ინფორმაციით პსჟ-მ და „იუვემ“ 34 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი უკვე შეადგინეს და მის გადაბირებას შეეცდებიან. წყაროს ცნობით შესაძლოა ტრანსფერში დიდი როლი კრიშტიანუ რონალდუმ ითამაშოს, რომელიც სერხიოს ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარია.
რამოსმა მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლია.