ფეხბურთი

12:20 | 15.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუნი, შესაძლოა, „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

უახლოეს ხანში, ლეგენდარული თავდამსხმელი, უეინ რუნი, შესაძლოა, „დერბი ქაუნთის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს - წერს The Sun.

გამოცემის ცნობით, 34 წლის შემტევი „დერბის“ მოთამაშე მწვრთნელია. კლუბის ხელმძღვანელობა კი უკმაყოფილოა ამჟამინდელი დამრიგებლის, ფილიპ კოკუს მუშაობით. ჰოლანდიელი სპეციალისტი, შესაძლოა, მომავალ კვირაში დაითხოვონ და მის მაგიერ რუნი დანიშნონ.

2020-21 წლების სეზონი „დერბიმ“ ერთობ უხეიროდ დაიწყო. ჩემპიონშიფის 4 მატჩში სამჯერ წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114914