ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი ედი ნკეტია ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თურქეთთან მოგებულ (2:1) შეხვედრაში ნკეტიამ თავი ერთხელ გამოიჩინა, ჯამში ამ ასაკობრივ ნაკრებში 12 შეხვედრაში 14 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით ალან შირერსა და ფრენსის ჯეფერსს გადაასწრო.
ედი წარმოშობით განელია და ლონდონის "არსენალის" აკადემიაში დაიწყო ვარჯიში. ფეხბურთელი პირველ გუნდში 2019 წლის იანვარში დააწინაურეს და ზაფხულში "ლიდს იუნაიტედში" ნახევარი სეზონით გაანათხოვრეს. სულ, "მეთოფეების" მაისურით ნკეტიამ 43 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. ედის ასევე უთამაშია ინგლისის 20-წლამდელთა (9 მატჩი, 6 გოლი), 19-წლამდელთა (10, 9) და 18-წლამდელთა (2,4) ნაკრებებში.