ფეხბურთი

12:11 | 14.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანტუში: "რონალდუ ამბობს, რომ თამაში უნდა"

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, რომელსაც კორონავირუსი აქვს. გამოცდილი სპეციალისტის განცხადებით, რონალდუ კარგადაა და ამბობს, რომ თამაში უნდა.

„კრიშტიანუ კარგადაა. ის ამბობს, რომ უბრალოდ თამაში უნდა. კორონავირუსის გამო ნებისმიერი მოთამაშის არყოფნა უდიდესი დანაკარგია, მაგრამ რონალდუს არყოფნა ძალიან საგრძნობია. თუმცა აბოსლუტურად დარწმუნებული ვარ იმ ფეხბურთელებში, რომლებიც ითამაშებენ“, - თქვა სანტუშმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და დღეს შვედეთთან ვერ ითამაშებს. 35 წლის თავდამსხმელი უახლოეს მატჩებში „იუვენტუსსაც“ დააკლდება და დიდი შანსია, რომ ვერც 28 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშოს.

0.123085