თბილისის „ლოკომოტივმა“ მამია გავაშელიშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, გავაშელიშვილი „ლოკომოტივში“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება.
25 წლის ფორვარდი თბილისის „ლოკომოტივში“ 2013 წელს ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა და მას შემდეგ 141 მატჩში 83 გოლის გატანა მოახერხა.