ფეხბურთი

19:54 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასი: "ბუფონის გამო ბედნიერი ვარ"

მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი იკერ კასილიასი Festival Gazzetta Dello Sport-ზე იმყოფებოდა და ესპანელმა ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა.

„ბედნიერი ვარ მის გამო, რადგან თამაშისგან სიამოვნებას ისევ იღებს. ვფიქრობ, ფეხბურთელმა იქამდე უნდა ითამაშოს, სანამ გრძნობს, რომ ამის გაკეთება კვლავ შეუძლია. ის მაგალითია ახალი მეკარეებისთვის, რომლებსაც გაუმართლათ, რომ მისგან სწავლა შეუძლიათ და მისით აღტაცება შეუძლიათ“, - თქვა კასილიასმა.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა მთელი კარიერა „ბარსელონაში“ ჩაატარა, სადაც 1999-2014 წლებში 593 მატჩში 18 გოლი გაიტანა.

0.109532