ჭადრაკი

14:25 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები ბოლო ტურში გამოვლინდნენ!

დაძაბულად წარიმართა საქართველოს ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის და გამარჯვებულები მხოლოდ დასკვნით ტურში გამოვლინდნენ!

10 წლამდე ბიჭების ჩემპიონატის დასკვნითი ტური ძალიან დაძაბული გამოდგა. ჩემპიონატის ლიდერმა ერეკლე ტაბატაძემ მარცხი განიცადა გაბრიელ გაბადაძესთან და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩა. გადამწყვეტი, საჩემპიონო პარტია მოიგო დათა ყალაბეგაშვილმა გიორგი ჩალაძესთან დაპირისპირებაში.დაძაბულ ბრძოლაში დაზავდნენ: ანდრია კვირიაშვილი და ლუკა ხვედელიძე. საბოლოოდ, საპრიზო სამეულის ბედი დამატებითმა მაჩვენებლებმა გადაწყვიტა.

გოგონათა შორის მეცხრე ტურამდე ერთპიროვნულმა ლიდერმა მართა ძნელაძემ ბოლო ტურში გადამწყვეტი პარტია წააგო მართა კოღუაშვილთან და მესამე საპრიზო ადგილზე გადაინაცვლა. კონკურენტის მარცხი კარგად გამოიყენა კესარია მგელაძემ და დასკვნით ტურში გამარჯვებით ჩემპიონობა იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ 10-წლიან მოჭადრაკეებშიც გამარჯვება რეგიონის წარმომადგენლებმა მოიპოვეს.

ტექნიკური შედეგები

გოგონები:

I ადგილი - კესარია მგელაძე (ბათუმი; მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე) – 7,5 ქულა;

II ადგილი - თეკლა კოღუაშვილი (ქუთაისი; მწვრთნელი ხათუნა გუბელაძე) – 7 ქულა;

III ადგილი - მართა ძნელაძე (ქუთაისი; მწვრთნელი ნონა ჭეფხოძე) – 7 ქულა;

ჭაბუკები:

I ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი (გურჯაანი; მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი) – 7 ქულა;

II ადგილი - გაბრიელ გაბადაძე (ქუთაისი; მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი) – 7 ქულა;

III ადგილი - ანდრია კვირიაშვილი (თბილისი; მწვრთნელი იოსებ კვირიაშვილი) – 7 ქულა;

www.gcf.org.ge

0.114935