ფეხბურთი

9:34 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"სპარტაკის" ყოფილი პრეზიდენტი: "ცუდია, რომ კვარაცხელიას რუსეთის ნაკრებში გადმობირება ვერ შევძელით"

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი ჩერვიჩენკომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის რუსეთის მოქალაქეობა დროულად უნდა მიეცათ, რათა რუსეთის ნაკრებში ეთამაშა. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ხვიჩა ძალიან გამოადგებოდა.

„არ მესმის რატომ არ ყიდულობს „ზენიტი“ კვარაცხელიას მსგავს ფეხბურთელს. ხანდახან მეჩვენება, რომ ძრავი უდგას და ისე თამაშობს. ის „ზენიტს“ თამაშს გააძლიერებს, სისწრაფეს და მრავალფეროვნებას შემატებდა, აზმუნსა და ძიუბას დაეხმარეობდა. არ ვიცი, ვის დამატებას აპირებს „ზენიტი“ მის პოზიციაზე, მაგრამ გაუგებარია რატომ ეძებენ ფეხბურთელებს საზღვარგარეთ. ჩემი აზრით, კვარაცხელია მზად არის, „რუბინში“ ადეკვატური ადამიანები მუშაობენ და მათ კარგად იციან მისი ფასი, მაგრამ ძალიან ბევრს არ მოითხოვენ. ის 20 მილიონი, შეიძლება უფრო მეტიც ღირს, რაც "ზენიტისთვის" დიდი ფული არაა.

კვარაცხელია რუსეთის ნაკრებისაც ძალიან გამოადგებოდა და ცუდია, რომ ჩვენს გუნდში მისი გადმობირება ვერ მოახერხეს. საერთოდ არ მესმის, „ლოკომოტივმა“ ასეთი ფეხბურთელი გუნდიდან როგორ გაუშვა“, - თქვა ჩერვიჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 19 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო და 10 თამაშში 2 გოლი, 4 საგოლე პასიდა 3 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

0.118673