ფეხბურთი

1:54 | 13.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგმა ფეხბურთელმა რონალდუს მაისური გაუცვალა და თქვა, რომ მას არ გარეცხავს

„რენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ედუარდო კამავინგამ მაისური კრიშტიანუ რონალდუს გაუცვალა და ეს ამბავი სოციალური ქსელის პირად გვერდზე დიდი სიხარულით გაავრცელა.

კამავინგამ რონალდუს დასვრილი მაისურის ფოტო გამოაქვეყნა და დააწერა: „არ გავრეცხავ“.

როგორც ჩანს, 18 წლის ფეხბურთელისთვის რონალდუს მაისური ძალზე ძვირფასი მონაპოვარია. საფრანგეთისა და პორტუგალიის მატჩში კამავინგას არ უთამაშია, თადარიგში დარჩა.

მას საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან ჰქონდა და გოლის გატანაც მოახერხა.

0.12127