ფეხბურთი

22:16 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი იუპ ჰაინკესია

მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი დამრიგებელი, გასულ სეზონში ყველაფრის მომგები იუპ ჰაინკესი გახდა.

68 წლის სპეციალისტი, ნახევარი წლის განმავლობაში უმუშევარია, მაგრამ მისი გუნდის მიერ 2012-13 წლების სეზონში ნაჩვენები თამაში და მოგებული ტიტულები საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად საკმარისია. გასულ სეზონში, ჰაინკესმა “ბაიერნს” ბუნდესლიგა, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

სამეულში შევიდნენ “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც, ჰაინკესის მსგავსად, გასული სეზონის ბოლოს პენსიაზე გავიდა.

0.123237