კალათბურთი

23:03 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში საუკეთესოა

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას მეხუთე ტურში შესაძლოა საუკეთესო გახდეს. საქმე ისაა, რომ ჯერ მეხუთე ტური არ დასრულებულა, „ესტუდიანტესი“ – „გრან კანარია“ და „რეალი“ - „მონბუსის“ შეხვედრა გადადებულია.

იქამდე კი, შერმადინს ტურში ყველაზე მეტი მაღალი მარგიქმედების კოეფიციენტი აქვს - 29. გიორგიმ „ფუენლაბრადასთან“ საკუთარ გუნდს ულიდერა 25 წუთშიმოპოვებული 17 ქულით, 7 მოხსნითა და 2 დაფარებით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი როგორც უკვე გითხარით 29 იყო.

მეხუთე ტურში ამაზე უკეთესი შედეგი არავის ჰქონია, ანალოგიური მაჩვენებლით გამოირჩა ხაიმე ეჩენიკიც და თუ ზემოხსნებულმა ორ თამაშში უკეთესი შედეგი არავის ექნება, შერმადინი და ეჩენიკი ტურის MVP-ის ჯილდოს მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ „იბეროსტარ ტენერიფემ“ სეზონი შესანიშნავად დაიწყო და 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო.

0.117503