ფეხბურთი

15:48 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა

მილანის „ინტერში“ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და მეექვსე ფეხბურთელი დაინფიცირდა. როგორც იტალიური გუნდის იტყობინება, ტესტზე დადებითი პასუხი ეშლი იანგმა მიიღო და იზოლირებულია.

ინგლისელამდე „ინტერში“ კორონავირუსი ალესანდრო ბასტონის, მილან შკრინიარს, რობერტო გალიარდიინს, რაჯა ნაინგოლანსა და იონუც რადუს დაუდასტურდათ.

ანტონიო კონტეს გუნდს 17 ოქტომბერს, მილანური დერბი აქვს „მილანთან“ და როგორც ჩანს შესუსტებული შემადგენლობით მოუწევს თამაში. გარდა ამისა, 21 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გერმანულ „გლადბახს“ უნდა დაუპირისპირდეს, რაც მილანელთა მდგომარეობს კიდევ უფრო ართულებს.

0.113336