კალათბურთი

14:07 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის მორიგი MVP-ის ტიტული და "ტენერიფეს" მეოთხე მოგება

ესპანეთის ლიგა ენდესაში გიორგი შერმადინმა და „იბეროსტარ ტენერიფემ“ სეზონი იდეალურად დაიწყეს. ქართველი ცენტრი პრაქტიკულად ყოველ მატჩში საუკეთესოა, „ტენერიფემ“ კი ოთხიდან ოთხჯერ იმარჯვა.

კანარიელებმა მეოთხე ტურში „ფუენლაბრადას“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 91:87 სძლიეს. „იბეროსტარ ტენერიფეს“ უფრო სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორივე მეოთხედი წააგო და საბოლოოოდ, მხოლოდ 4-ქულიანი უპირატესობით იმარჯვა.

შერმადინი მატჩის MVP იყო. ქართველმა ცენტრმა 25:03 წუთში 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან 4 ორქულიანი (100%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ ოთხ ტურში ოთხი მოგება აქვს და გათამაშებას ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში 17 ოქტომბერს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.

0.116334