ფეხბურთი

2:06 | 11.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ესპანეთი ლიდერია, გერმანიამ პირველად მოიგო

უეფას ერთა ლიგის A დივიზიონის მეოთხე ჯგუფში ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებებმა გამარჯვებები იზეიმეს. ლუის ენრიკეს „ფურია როხამ“ მადრიდში შვეიცარიის ნაკრებს უმასპინძლა, ხოლო გერმანია უკრაინას ესტუმრა.

ესპანეთს გაუჭირდა, მაგრამ მიკელ ოიარაზბალის მატჩის დასაწყისშივე გოლით მოიგო და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნა. გერმანიამ მატიას გინტერისა და ლეონ გორეცკას გოლებით ანდრეი შევჩენკოს უკრაინასთან ორბურთიანი უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვა. მატჩის მიწურულს რუსლან მალინოვსკის პენალტმა უკრაინას მხოლოდ პრესტიჟის გოლით თავის დამშვიდების საფუძველი მისცა და გერმანიამ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 7 ქულით ლიდერობს, გერმანიას 5 ქულა აქვს, ხოლო უკრაინასა და შვეიცარიას შესაბამისად 3 და 1. მომდევნო ტურში 13 ოქტომბერს, გერმანია შვეიცარიას, უკრაინა კი ესპანეთს უმასპინძლებს.

ესპანეთი - შვეიცარია 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ოიარზაბალი (14)

უკრაინა - გერმანია 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 გინტერი (20), 0:2 გორეცკა (49), 1:2 მალინოვსკი (77, პენ)

0.164366