ფეხბურთი

20:23 | 10.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანემ ვარჯიში დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, ლეროი სანემ, ტრავმა მოიშუშა და ვარჯიში განაახლა - გვამცნობს გერმანული Kicker.

სანემ ქვეყნის სუპერთასის მატჩი და ბუნდესლიგის საწყისი ტურები გამოტოვა. 24 წლის ფეხბურთელს მუხლი აწუხებდა.

ის „ბაიერნში „მანჩესტერ სიტიდან“ 2020 წლის 15 ივნისს გადავიდა 49 მილიონ ევროდ. მისი კონტრაქრტი ხუთწლიანია.

შეგახსენებთ, რომ სანე ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს უნდა გადასულიყო ბავარიულ კლუბში, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და გარიგება დროებით ჩაიშალა.

0.120424