ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმაგანაცხადა,რომ გულის შეტევის შემდეგ პირველი მას ჟოზე მოურინიომ დაურეკა. მოგეხსენებათ, ესპანელსა და პორტუგალიელს შორის მადრიდის „რეალში“ ყოფნის დროს არც ისე იდეალური ურთიერთობა იყო.
თუმცა, როგორც ჩანს, ჟოზესთვის მოედანზე მომხდარი ცხოვრებაში არ გადადის და ესპანელის ჯანმრთელობით პირველი დაინტერესდა.
„ბევრმა არ იცის, მაგრამ გულის შეტევის შემდეგ პირველმა ჟოზე მოურინიომ დამირეკა, რომ გაეგო როგორ ვიყავი“, - უთხრა კასილიასმა ESPN-ს.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიომ კასილიასი თავის დროზე „რეალის“ ძირითადი შემადგენლობდიან ამოაგდო და მას დიეგო ლოპესს ამჯობინებდა. იკერმა გულის შეტევა 2019 წლის მაისში მიიღო, რის გამოც კარიერის დასრულება მოუწია.