NBA-ს ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. სერიის მე-5 დაპირისპირება „მაიამი ჰიტმა“ შესანიშნავად ჩაატარა, „ლეიკერსს“ 111:108 სძლია და სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა 3:2.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესოით მიმდინარეობდა. პირველი სამი პერიოდი „მაიამიმ“ მოიგო. „ლეიკერსს“ შეხვედრის გადარჩენა და 10-წლისნი პაუზის შემდგომ ჩემპიონობის მოპოვება ბოლო, გადამწყვეტ პერიოდში შეეძლო. როდესაც ანგარიში 101:101 იყო ჯიმი ბატლერმა ორქულიანი ჩააგდო, თუმცა ფრენკ ვოგელის გუნდმა ჯერ ლებრონ ჯეიმსის მოპოვებული ქულებით გაათანაბრა, შემდგომ კი წინ 3-ჯერ გაიჭრა: 103:104, 105:106 და 107:108.
გამარჯვების მომტანი ქულები „ჰიტს“ ჯერ ბატლერის, შემდეგ კი ტაილერ ჰიროს საჯარიმო ტყორცნებმა მოუტანეს. არადა „ლეიკერსის“ მარცხისგან გადარჩენა დენი გრინს შეეძლო, რომელმაც სამქულიანი მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე ვერ ჩააგდო.
ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა და და „ლოს ანჯელესელებს“ გეგმები აურია. ამერიკელმა მსუბუქმა ფორვარდმა 47:11 წუთში 35 ქულა, 12 მოხსნა და 11 პასი მიითვალა. 31 წლის სპორტსმენი პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პირველივე ფინალურ შეხვედრებში სამმაგი დუბლი 2-ჯერ შეასულა.
ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი ქულა კი კვლავ ლებრინ ჯეიმსმა ჩააგდო, რომელიც ბრწყინვალე ფომაშია. 35 წლის ვარსკვლავმა 41:51 წუთში 40 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. თუმცა ეს "ლეიკერსის" გადასარჩენად საკმარისი არ გამოდგა. ლებრონი ლიგის ისტორიაში მეორე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფინალურ სერიებში 1500-ზე მეტო ქულა ჩააგდო.
ამრიგად, ანგარიში 3:2-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი, მაქსიმუმ კი 2 მატჩი ჯერ კიდევ წინაა. „ლეიკერსისა“ და „მაიამი ჰიტის“ მომდევნო შეხვედრა კი 12 ოქტომბერს გაიმართება.