იტალიური „მილანის“ ფორვარდი ზლატანა იბრაჰიმოვიჩი გამოჯანმრთელდა და კორონავირუსს აღარ ებრძვის. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, როგორც „მილანმა“, ისე თვითონ ფეხბურთელმა გაავრცელეს.
„ღმერთი თქვენთვის ბრუნდება“, - დაწერა ზლატანმა ჩვეულ სტილში, სოციალურ ქსელში.
ზლატანი კორონავირუსით 15 დღის წინ დაინფიცირდა და ახლა შეუძლია გუნდს დაუბრუნდეს. მან სეზონი კარგად დაიწყო, ყველა ტურნირის ჩათვლით ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა.