ფეხბურთი

17:30 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთი - საქართველოს მატჩს ხორვატი მსაჯები განსჯიან

უეფას ერთა ლიგის მატჩს სომხეთსა და საქართველოს შორის ხორვატი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი 43 წლის ივან ბებეკია, რომელსაც საქართველოს ნაკრების მატჩი უკვე ნამსაჯი აქვს.

2013 წელს მან საფრანგეთისა და საქართველოს შეხვედრა იმსაჯა, როდესაც ფრანგებმა 3:1 იმარჯვეს. გვერდითი მსაჯები გორან პატაკი და ბოიან ზობენიცა იქნებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი იგორ პაიაცია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთი საქართველოს შეხვედრა 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართება და თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.130482