ფეხბურთი

16:41 | 8.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ხვიჩა კვარაცხელიას აღიარება აღარ გვიკვირს. ქართველი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგაში გამოარჩიეს და „რუბინის“ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ახალგაზრდა შემტევმა გამოკითხული გულშემატკივრების ხმების 50%-ი მიიღო და ზედიზედ მეორედ მოიპოვა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.

მეორე პოზიციაზე ინ ბომი გავიდა, რომელმაც ხმათა 38% დააგროვა, მესამეზე კი ოლივერ აბილდგორი 5%-ით.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სექტემბრის თვეში „რუბინის შემადგენლობაში 3 თამაში ჩაატარა და ყაზანურ გუნდს 1 გოლითა და 2 მოპოვებული თერთმეტმეტრიანით დაეხმარა.

0.124859