მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ, ბელგიის ნაკრების შეკრებაზე ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებს გამოტოვებს. ტიბომ წელი დაიზიანა. ამისდაკვალად, შეკრების დატოვება და მადრიდში დაბრუნება მოუწევს - გვამცნობს ესპანური AS.
კურტუა დღეს, 8 ოქტომბერს, კოტ’დივუართან ამხანაგურ, ასევე ინგლისთან (11 ოქტომბერს) და ისლანდიასთან (14 ოქტომბერს) ერთა ლიგის მატჩებს გამოტოვებს.
28 წლის კურტუას ბელგიის ნაკრებში 2011 წლიდან იძახებენ. დღემდე მას „ეშმაკუნების“ რიგებში 79-ჯერ უთამაშია.