ჩოგბურთი

21:10 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ციციპასმა რუბლიოვს რევანში აუღო - ბერძენი "როლან გაროსის" ნახევარფინალშია (+VIDEO)

მსოფლიოს ნომერ მეექვსე ნომერმა სტეფანოს ციციპასმა საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ანდრეი რიბლიოვი 7:5, 6:2, 6:3 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში მეორედ გავიდა. ბერძენმა რუსს რევანში აუღო - 27 სექტემბერს რუბლიოვმა ჰამბურგის ტურნირის ფინალში სტეფანოსი დაამარცხა და მესამე ტურნირი მოიგო მიმდინარე წელს.

შეხვედრა ანდრეის უპირატესობით დაიწყო და მეხუთე გეიმში სტეფანოსი დაბრეიკდა. მეათე გეიმში (5:4) რუბლიოვმა ჩაწოდების უპირატესობა ვერ გამოიყენა და ბერძენმა უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ ციციპასმა კიდევ ორი გეიმი მოიგო და საბოლოო სეტში გაიმარჯვა. პირველ სეტში შესრულებული ბრეიკის შემდეგ ანდრეის შანსი აღარ მისცა სტაფანოსმა და რუბლიოვი უშანსოდ დამარცხდა.

განვლილ მატჩში ციციპასმა შვიდი ქულა ეისებით აიღო, ხოლო რუბლიოვმაც ამდენივე ქულა აუღებელი ჩაწოდებით მოიპოვა. ორმაგი შეცდომა რუსს არ ჰქონდა, ხოლო ბერძენმა მეტოქეს ქულა ჩაწოდების ვერშესრულებით ორჯერ "აჩუქა". სტაფენოსმა 35 "ვინერსი" შეასრულა, ხოლო რუბლიოვმა - 25. უნებლიე შეცდომებში ასევე ბერძენი ლიდერობდა - 17:23. საბოლოოდ, 175 ქულიდან ბერძენმა 102 მოიგო (58%), საიდანაც საკუთარ ჩაწოდებაზე 85-დან 62 ქულა აიღო, ხოლო მიღების დროს 90-დან 40 ქულა მოიპოვა.

შემდეგი მატჩი სტეფანოსს ნოვაჯ ჯოკოვიჩსა და პაბლო კარენო ბუსტას შეორის საუკეთესოსთან ექნება. სერბთან ბერძენი ურთიერთშეხვედრებში 2:3 აგებს, ხოლო ესპანელს 2:0-ს უგებს. სტეფანოსი პირველად დიდი სლემის ნახევარფინალში 2019 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე გავიდა, თუმცა მაშინ რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

0.113684