ფეხბურთი

22:10 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოლა: "დეპაი "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერის გამო იმედგაცრუებულია"

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონას" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების შემტევი მემფის დეპაის დასამატებლად საკმარისი ფული არ აღმოაჩნდა.

"დეპაი იმედგაცრუებულია, მაგრამ არა "ლიონის" გამო, არამედ "ბარსელონაში" ჩაშლილი ტრანსფერი გამო. ხოსეპ მარია ბართომეუმ ორჯერ დამირეკა და მითხრა, რომ არ იცოდა როგორ მოეხერხებინა დეპაის ყიდვა. რონალდ კუმანმა იცის ჩვენი ფეხბურთელის შესახებ და შესაძლოა დეპაის რაღაცასაც დაპირდა. ვფიქრობ, რომ "ბარსელონა" ამ ტრანსფერს მიუბრუნდება და მემფისის დამატება იოლი არ იქნება." - განუცხადა Goal-ს ჟან-მიშელმა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, "ლიონი" დეპაის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროზე მეტს ითხოვდა. მემფისი "ოლიმპიკში" 2017 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 144 მატჩში 58 გოლი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.135149