სერბეთის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" ნახევარმცველი მარკო გრუიჩი იჯარის წესით "პორტუში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია პორტუგალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გრუიჩი "მერსისაიდელებმა" 2016 წელს დაიმატეს და მას შემდეგ სამჯერ გაანათხოვრეს. გასული ორი სეზონი მარკომ "ჰერტაში" გაატარა, სადაც 54 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში სერბმა "ლივერპულის" მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.