ჩოგბურთი

16:29 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი იტალიაში და ბელგიაში გასამართ ტურნირებს გამოტოვებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი კორონავირუსის პანდემიის შემდგომ განახლებულ სეზონში ძალიან ცუდ ფორმაშია. ქართველმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 7 მატჩი ისე წააგო, რომ სეტიც არ მოუგია.

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და ის მომდევნო 3 ტურნირიდან ჩაეხსნა.

მსოფლიოს 33-ე ჩოგანი იტალიაში ATP 250 ქულიან ტურნირს, რომელიც 12 ოქტომბერს იწყება, გამოტოვებს. ასევე არ გამოვა ბელგიურ ანტვერპენის ტურნირზე, რომელიც 19 ოქტომბერს აიღებს სტარტს. რაც შეეხება ნურ სულთანში გასამართ 500-ქულიან ტურნირს, ჯერჯერობით ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ ხვდება და სავარაუდოდ ვერც ყაზახეთში ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117491