კალათბურთი

9:05 | 7.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონი მოწოდების სიმაღლეზეა - "ლეიკერსს" ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს (+VIDEO)

NBA-ს სუპერფინალური სერიის მეოთხე შეხვერდა „ლეიკერსმა“ მოიგო. „ლოს ანჯელესელებმა“ „მაიამი ჰიტს“ 6 ქულიანი სხვაობით 102:96 სძლიეს და ანგარიში 3:1 გახდა.

გარდამტეხი პირველი პერიოდი გამოდგა, რომელიც ფრენკ ვოგელის გუნდმა 5 ქულიანი უპირატესობით მოიგო. „ჰიტმა“ მეორე პერიოდი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო ორ პერიოდში ვერაფერს გახდა, რაც საბოლოო ანგარიშზეც აისახა.

ბემ ადებაიოს დაბრუნების მიუხედავად „ჰიტმა" საქმე საკმაოდ გაირთულა. 23 წლის ამერიკელმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და საკუთარ გუნდს 33 წუთში 15 ქულა 7 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

კვლავ ბრწყინვალე იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო იყო, 35 წლის ფორვარდმა არასრულ 39 წუთში 28 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

„მაიამიდან“ კი ჯიმი ბატლერი გამოირჩა. ამერიკელმა მსუბუქმა ფორვარდმა პარკეტზე 43 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულით, 10 მოხსნითა და 9 პასით გამოირჩა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 პასი დააკლდა.

ამრიგად, “ლეიკერსს“ ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 10 ოქტომბერს გაიმართება.

0.129954