პოლონელი თინეიჯერი იგა სვიატეკი საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს, მეოთხედფინალში მან 6-3 6-1 დაამარცხა იტალიელი მარტინა ტრევიზანი, რომელიც ძირითად ბადეში, საკვალიფიკაციო ტურნირიდან მოხვდა.
19 წლის სვიატეკმა მეოთხედფინალში თამაშის უფლება, პირველ ნომრად განთესილი რუმინელი სიმონა ჰალეპის დამარცხებით მოიპოვა. ტრევიზანისთან შეხვედრის დასაწყისში, ის თავიდან 3-1 ჩამორჩა, თუმცა შემდეგ აგრესიას უმატა და კორტის გაკონტროლებაც დაიწყო.
ახალგაზრდებს შორის უიმბლდონის ყოფილმ ჩემპიონმა, ზედზედ რვა გეიმი მოიგო. მაგრამ შემდეგ ცაცია იტალიელმაც გაიბრძოლა და მეტოქის მოწოდებაზე შეძლო ქულის აღება. და სულ ეს იყო, რაც მან შეძლო. მომდევნო გეიმშივე სვიატეკმა მძლავრი ფორჰენდით კიდევ ერთი ბრეიკი აიღო და ამით ყველას დაანახა, რომ ამ თამაშის დამთმობი არ იყო.
სვიატეკი 1939 წლის შემდეგ პირველი პოლონელია, ვინც საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ითამაშებს. მანამდე პოლონელთაგან ეს ბოლომ იადვიგა იედრჯეიოვსკამ შეძლო, რომელიც 1939 წელს ტურნირის ვიცე ჩემპიონი გახდა.
ტრევისანმა, ვისაც მსოფლიო რეიტინგში 159-ე ადგილი უკავია, მეოთხედფინალის გზაზე, ტურნირს ამერიკელი სენსაცია კოკო გოფი, მე-20 ნომრად განთესილი ბერძენი მარია საკარი და მე-5 ნომრად განთესილი ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი გამოთიშა.
სხვათა შორის, სვიატეკმა წყვილთა შორის მეოთხედფინალში თამაშის უფლებაც მოიპოვა. იქ მისი პარტნიორი, ამერიკელი ნიკოლ მელიჩარია.