Jr. NBA-ის მეოთხე სამწვრთნელო – ონლაინ ლაივ კლინიკის შემდეგ, რომელსაც ბეკი ჰამონი გაუძღვა, Jr. NBA-ის გუნდი დაინტერესებულ პირებს 11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, მეხუთე სესიაზე იწვევს. ამჯერად სესიას “ბრუკლინ ნეთსის” ყოფილი მწვრთნელი, კენი ატკინსონი გაუძღვება. იგი ისაუბრებს შეტევის დასრულებაზე და უპასუხებს კითხვებს საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, Jr. NBA სამწვრთნელო – ონლაინ კლინიკა არის უფასო საერთაშორისო პროგრამა. სესიებზე მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ OWQLO აპლიკაციაზე დარეგისტრირებაა საჭირო. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.