სხვა

16:20 | 6.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

გურამ ქუთათელაძე UFC-ს მებრძოლი გახდა

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი გამოვა. 28 წლის გურამ ქუთათელაძემ UFC-სთან ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„როგორც იქნა, ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო UFC-სთან ხელშეკრულების შესახებ. ჩვენ ერთერთ მიზანს მივაღწიეთ. პირველი მისია შესრულებულია. ახლა, მთავარი რეიტინგში წინსვლა და ქამრის მოპოვებაა“ - დაწერა გურამმა.

ქუთათელაძე მსუბუქ წონაში ჩხუბობს. მან კარიერა რუსეთში დაიწყო, თუმცა წლებია შვედეთის სახელით ასპარეზობს. ამ დროისთვის გურამის ანგარიშზე 11 მოგება და მხოლოდ 2 მარცხია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა 11-დან 7 ნოკაუტით მოიგო.

0.119892