„უოტფორდმა“ თავის ოფიციალურ საიტზე დენი უელბეკთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დაწერა.
29 წლის ფეხბურთელის კლუბთან ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს ეწურებოდა, მაგრამ მხარეებმა ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ახლა ის თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში შეუძლია უფასოდ გადასვლა.
უელბეკი „უოტფორდში“ შარშან ზაფხულს გადავიდა „არსენალიდან,“ სადაც 2014 წლიდან ირჯებოდა. მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, რომლის აღზრდილიცაა.
2011-18 წლებში მას ინგლისის ნაკრებშიც იძახებდნენ.