ფეხბურთი

23:44 | 5.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

მზადება დაწყებულია: საქართველოს ნაკრებმა ბელარუსთან მატჩამდე პირველად ივარჯიშა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო. ბელარუსთან ძალზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ვარჯიში ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართა.

ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი უკვე თბილისშია და 6 ოქტომბრიდან გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კაჭარავა, ლაშა დვალი, გიორგი მაკარიძე, ოთარ კიტეიშვილი, დავით ხოჭოლავა, სოლომომ კვირკველია, ვაკო გვილია და თორნიკე ოქრიაშვილი გუნდთან ერთად ივარჯიშებენ.

ბელარუსთან შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდს კიდევ ორი საწვრთნელი პროცესი აქვს დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია).

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).

მატჩების განრიგი

  • 8 ოქტომბერი - 20:00 საქართველო - ბელარუსი
  • 11 ოქტომბერი - 20:00 სომხეთი - საქართველო
  • 14 ოქტომბერი - 22:45 ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველო

0.112622